შემოდგომისფერი ბლოგი

21.11.2013
მინდა ყველა ჩემი სისულელის ამაყი ავტორი ვიყო…და არა უბრალოდ ავტორი….

ახლა ყველა წესის ერთად დარღვევა მინდა, დათრობა ვისკით (ალბათ არცთუ ელეგანტურად) ქუჩაში გასვლა და ფეხშიშველა სიარული მინდა, ყველა შემხვედრს რომ მივახალო პირველივე შთაბეჭდილება, განთიადს უაზროდ ვუყურებდი და ჩემს საყვარელ მუსიკებს მოვუსმენდი….. მერე ალბათ შენთანაც მოვიდოდი,შენს ოთახში დაგროვი სიგარეტის კვამლში სიცილით მოგიახლოვდებოდი, (სიგარეტის რომელზეც მე მუდამ ვეჭვიანობდი.) მხარზე შეხებით გაგაღვიძებდი და შენს გაოცებულ მზერაზე ბევრს ვიცინებდი… ხომ ამყვებოდი ღიმილში? ხომ დავცინებდით სიტყვებს და შაბლონურ ცხოვრებას,?ბანალურ სიყვარულის ახსნებს,ერთგავრ მოსალოდნელ რეაქციებს. ხომ გავიხსენებდით იმ ლოტს იმედით რომ უყურებდა მომავალს,ჩვენ გაღიმებულ სახეებს რომ ლოცავდა. მერე ალბათ (როგორც ყოველთვის) დამარწმუნებდი რომ ცხოვრება შეცდომებს არ გვპატიობს და არ ღირს წარსულისკენ გახედვა, მივხვდებოდი რომ რომ ამ წამებშიც კი უაზროდ გენატრები,როცა ხელისგულებს მითბობ და მზრუნველად ამბობ ,,აქ ცივა” ხომ არ დაივიწყებდი არასდროს რომ მე შენ გამოგარჩიე? რომ მხოლოდ შენს გვერდით შემიძლია ვიჯდე საათობით,და გრძნობდე რომ მე შენთან ვარ,მაშინ როცა ეს ასე გჭირდება…… ხომ მაპატიებდი ყველა ჩადენილ სისულელეს და დაკარგულ სიტყვებს? ხომ მაპატიებდი რომ სულელი ვარ? ხომ ათასჯერ მკითხავდი ,,წავიდე”? მე აღარ გაგიშვებდი,სიამაყის გრძნობას მივაფურთხებდი,გულში მაგრად ჩაგიკრავდი და შევცვლიდი დასასრულს. მერე გათენდებოდა,მე ბედნიერი, ვისკით ხელში და ღიმილით სახეზე გავუყვებოდი ქუჩას, ხელზე შენი სუნამოს სუნს ვიგრძნობდი და უცნაურად გავიღიმებდი….ამეკვიატებოდი დილის არომატად. მერე მემაწვნე ქალს ავუხსნიდი თუ როგორ უხდება ამ დილას მისი ცხოვრებით დაღლილი ღიმილი, მის პატარა შვილიშვილს ვეტყოდი რომ მისი ბებია დედოფალია. მერე ყველა ჩემი სისულელით ღიმილის კაბას ჩავიცვამდი და ვიამაყებდი ახალი სამოსით, შენც თამამად დაგიძახებდი ჩემს ერთ-ერთ სიგიჟეს სიგიჟეს კი წესად ვაქცევდით. ახლა ყველა წესის ერთად დარღვევა მინდა,….. გარდა ბოლო წესის… მინდა ყველა ჩემი სისულელის ასეთი ამაყი ავტორი ვიყო… და არა უბრალოდ ავტორი….