კედი

05.12.2012
სანდროს უყვარს დედა, ამიტომ მისი ცოლი უნდა იყოს ქალიშვილი!

დედისერთაა ალბათ ამიტომაც, სახლში ყველაფერი ეპატიება, სახლის კარს იქით საკუთარი წესები აქვთ. ბიჭი მხრებში მოხრილია, კუნთებით მაგარი. სახლს გარეთ წესებს ემორჩილება, არ ჭამს პომიდორს და არ უყვარს ბანანი: ესეც სახლს გარეთა წესების ნაწილია. არ ყავს მეგობრები სათვალეებით და არ დადის ვიოლინოზე. ბიჭს სანდრო ქვია.სანდრო განსაკუთრებული ზიზღით წარმოთქვამს სიტყვა „პედერასტს“- ეს სიტყვა აერთანებს ყველას ვინც სახლს გარეთა წესებს არ ემორჩილება. სანდროს უყვარს დედა, ამიტომ მისი ცოლი  უნდა იყოს ქალიშვილი, სანდროს უყვარს ერთი ასეთი - იცავს მას სახლს გარეთა წესებით: სცემს ვინც საცემია, აფურთხებს ვინც მისაფურთხებელია, აგინებს ვინც შესაგინებელია - ისევ სახლს გარეთა წესებით. მაგრამ სანდრო დადის გოგოებთან რომლებიც ეწევიან სიგარეტს, დადიან კინოში და როცა უყვარდებათ იძლევიან. სანდროს გოგოებმა იციან მათი მომავალი და კიდიათ, რომ ვერ გახდებიან რძლები - სანდრო კმაყოფილია. ...დრო იცვლება: ახლა ბანანი ჩვეულებრივი ეგზოტიკური ხილია, პომიდორი საზაფხულო სალათის განუყოფელი ნაწილი. ახლა წელგამართულები არიან ბიჭები სათვალეებით და ხელში ვიოლინოებით. შეიცვალა წესები სახლს გარეთ,სანდრო არ იცვლება. იცვლებიან ქალიშვილი გოგოები, ახლა ისინიც ეწევიან სიგარეტს, ეწევა სანდროს სიყვარულიც, სანდრომ ის ვერ დაიცვა. სანდრო გატეხილშია.ცდილობს აკონტროლოს  გოგო, თავისმხრივ გოგო აკონტროლებს სანდროს. გოგო ბარშია, გოგო სვამს, გოგო ეწევა, გოგოსთან ბიჭები  სხედან, სანდროს არ მოსწონს. სანდრო გატეხილშია და სვამს, სვამს გოგოც, ოღონდ სანდროს გარეშე.სანდრო ეწევა.ეწევა გოგოც, ოღონდ სანდროს გარეშე.გოგო ისევ ბარშია,სანდრო აკითხავს, სანდრო მთვრალია, სასმელით უფრო ვიდრე სიყვარულით..სანდრო გოგოს ეჯიკავება_არ მოსწონს „პედერასტების“ და ბოზების გვერდით რომ ზის, მათ გვერდით,  ვინც დააანგრია სანდროს სახლს გარეთა წესები,სანდრო იგინება, თავის გაგებით აგინებს მათ, ვინც შესაგინებელია.სანდროს წესები ვადაგასულია, და სანდროს სჯიან.სჯიან მისივე წესებით: ცემით, გინებითა და ფურთხებით....სანდრო კეთილი ბიჭია, სანდრო მოსიყვარულეა, სანდრო თბილია - მაგრამ დასჯილი.განებივრებული ბიჭის სახლში არავინ გაიხსენებს, როგორ არ უყვარდა მას ბიჭები სათვალეებით, როგორ აფურთხებდა ბიჭებს ვიოლინოთი ხელში, როგორ სძულდა მისგან განსხვავებულები - სახლს შიგნით სხვა წესებია. და რაც მთვარია, წარსულს ყველაფერი ეპატიება, სანდრო მკვდარია - სახელმწიფო მკვლელი. წარსულს სახელმწიფოს არ პატიობენ.