ლაშა ბერულავა

22.11.2012
"ცხორი! ცხორი! ცხორი!"

"სამოთხის გვრიტები" ვისაც ნანახი გაქვთ, მიხვდებით, რის თქმას ვაპირებ: იქ ივანიშვილის ფავორიტი ორივე (მართლაც კარგი) მსახიობი თამაშობს: კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი. გივის პერსონაჟი მასწავლებელია, მთაში განათლების შეტანას ცდილობს, ასოებს უხსნის ხნიერ "მოსწავლეებს", ნიშნებს უწერს... კახის პერსონაჟი გივის პერსონაჟის ანტიპოდია, დასდევს შეკრებილ მოსწავლეებს, ემუქრება მათ და სამუშაოზე (ცხორში) ერეკება, გივის პერსონაჟს, მასწავლებელს, კლდიდან მდინარეში "გადაჩხრიალებას" უპირებს, მუშტს უჩვენებს - აი, ამას დათვი ჰყავს მოკლულიო. კახის პერსონაჟი ბოლოს "განათლებულთა" პლაკატს პოულობს და ერთ-ერთს ავალებს: "დაწერე: ცხორი! ცხორი! ცხორი!" სწორედ კახის პერსონაჟს მაგონებს, დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ ბატონი ბიძინა (კაი, ნუ დავარქმევთ გივის პერსონაჟს "მიშას") - ხან ყველას მუშტს გვიჩვენებს, რიტორიკა გადააწყვეთო, ხან ცხვრის ფარა ვგონივართ თითქოს... მაგრამ ჩვენი ვალია, ზუსტად ისევე მოვიქცეთ, როგორც ის მოიქცა, ვისაც სამჯერ "ცხორის" დაწერა დაავალა - მან სხვა რამე დაწერა... 41:51-დან ნახეთ, ამ ბმულზე, ვისაც არ გინახავთ ფილმი და არც ის იცით, რა დაწერა...