სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს ყველაზე მსუქანი პატარძალი

ჩარიტა პირსს მსოფლიოს ყველაზე მსქუანი პატარძლის ტიტული მიანიჭეს, რადგან ის 358 კილოგრამს იწონის და მისი გაბარიტების გოგონებს გათხოვება ძირითადად უჭირთ ხოლმე.

ჩარიტა აიოვას შტატში ცხოვრობს და თითქმის არასოდეს გამოდის სახლიდან, თუმცა მის პირად ცხოვრებაზე ამას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, 2 წლის წინ ქალს თავისზე თითქმის 2-ჯერ უმცროსი, 22 წლის ტონი ზაუერუ შეუყვარდა და ახლა ისინი დაქორწინებას გეგმავენ.

„ჩემს ქორწილში თეთრი კაბით, კავბოის ჩექმებითა და შლაპით მინდა გამოვცხადდე, ტონიც კავბოის სტილში გამოწყობა, რადგან ჩვენ ორივენი ქანთრი მუსიკის თაყვანისმცემლები ვართ“ - აცხადებს ჩარიტა.

ქორწილის გარდა ქალს სხეულის კორექციაც აქვს გეგმაში, თუმცა პლასტიკური ქირურგიის დახმარებით მუცლის მოშორების ოპერაცია მისთვის არ შეიძლება, მანამ სანამ ჩარიტა 120 კილოგრამს არ მოიკლებს, ამის გამო ქალმა საკუთარი ყოველდღიური საკვების კალორიულობა 10 ათასიდან 1200 კალორიამდე დაიყვანა, საქმრო მას ყველანაირად ეხმარება, თუმცა ჯერჯერობით შედეგს ვერ აღწევენ და სასწორის ისარი ისევ მაღალ ნიშნულზეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100