სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში წლინახევრის გოგონას ვაშლის ნაჭერი გადასცდა და გარდაიცვალა

გორში წლინახევრის გოგონა საკვების ნარჩენით გარდაიცვალა. საავადმყოფოს ექიმ დავით გასიტაშვილის განცხადებით, ბავშვი საავადმყოფოში ბებია-ბაბუამ მიიყვანა და ის უკვე გარდაცვლილი იყო.

გასიტაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მცირეწლოვანი ბავშვი ტრაქეაში საკვების ნარჩენის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა. ბავშვს სასულე მილში ვაშლის ნაჭერი გადასცდა.
„სამწუხაროდ, ამ არაჩვეულებრივ ოჯახს ტრაგედია ვერ ავაცილეთ თავიდან. ბავშვს საკვები გადასცდა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებული იყო ჩვენთან მოყვანა, ჩვენი ექიმი მაინც ჩაერია, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. მხოლოდ ბებია ყოფილა სახლში”, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ.
წლინახევრის ბავშვის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100