სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყველამ დაინახა, რომ თბილისი არ არის ამსტერდამის "წითელი შუქების" კვარტალი“

ლგბტ აქტივისტების აქციის წინააღმდეგ, სასულიერო პირების ინიციატივით მოწყობილ მსვლელობას, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე შეუერთდა. მისი განცხადებით, იმ ქალაქში, სადაც 100 ათასმა მოწამემ სარწმუნოებისთვის გასწირა თავი, გარყვნილების აღლუმი ეროვნულობის და ტრადიციების შეურაცხყოფაა.

"სექსუალური პერვესიები, გარყვნილება არის შეურაცხყოფა. ჩვენ ვართ მკვიდრნი იმ ქალაქისა, რომელშიც 10 ათასმა მოწამემ თავი გასწირა სარწმუნოების დაცვისთვის და ამ წმინდა ადგილას, ამ წმინდა ქალაქში, გარყვნილების აღლუმი არის პირდაპირი შეურაცხყოფა, ჩვენი ეროვნების და ტრადიციების. ერმა გააკეთა თავისი ნება, სამართალდამცველებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს, წესრიგის დასაცავად და მადლობა ღმერთს, რომ ყველამ დაინახა - თბილისი არ არის ამსტერდამის წითელი შუქების კვარტალი", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100