სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში H1N1-ის მორიგი მსხვერპლი ორსული ქალია

H1N1 ვირუსის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. იგი ფეხმძიმედ იყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებული სულ 258 შემთხვევაა დარეგისტრირებული, მათგან 18 შეთხვევა სიკვდილით დასრულდა.

გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი - 30-დან 64 წლამდე ასაკის პირები არიან. ამ ასაკობრივ ჯგუფზე გარდაცვალების 13 შემთხვევა მოდის. ამასთან, გარდაცვლილთა შორის ორი ოთხწლამდე ასაკის ბავშვია, ერთი კი 5-დან 14 წლამდე ასაკის.

ცენტრში განმარტავენ, რომ გრიპის ვირუსით ინფიცირების პიკმა უკვე გადაიარა, თუმცა შემთხვევების გამოვლენა რამდენიმე კვირა კიდევ გაგრძელდება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100