სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსულმა მედიამ ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად გვანცა დარასელია დაასახელა. გაინტერესებთ გვანცას კომენტარი?

რუსულმა ინტერნეტგამოცემამ top-antropos.com ყველაზე ლამაზი ქართველი ქალების სია გამოაქვეყნა. მასში სხვადასხვა თაობის 36 ლამაზმანია შესული, პირველი ადგილი კი ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ერგო.

აღნიშნული სტატიის ლინკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაიზიარა ინტელექტკლუბის წამყვანმა გიორგი მოსიძემ. „ეს სია კი არის რუსული ბულვარული სტერეოტიპებით აღსავსე, მაგრამ პირველი ადგილი ალალია შენზე გვანცა დარასელია“ - წერს ბატონი წამყვანი.

„მთლად პირველ ადგილს მართლა არ მგონია ვიმსახურებდე, მაგრამ დიდი მადლობა“ - ამ კომენტარით უპასუხა გვანცამ გიორგი მოსიძეს.

რუსების მიერ შედგენილი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალების სია იხილეთ ლინკზე: http://top-antropos.com/rating/item/881-gruzinki

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100