სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინი ბადურაშვილი საკუთარმა ფანმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო და გააბრაზა

მომღერალ ნინი ბადურაშვილის სახელით შექმნილი ფეისბუქ გვერდის მფლობელმა, პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც ინტერნეტში გამოჩნდა სტატია სახელწოდებით „ნინი ბადურაშვილი : მე მიყვარს ვანო მერაბიშვილი!" (იხ. ლინკზე: http://backround.ge/nini-badurashvili-vanooo.html )

აღნიშნული ფაქტის გამო მომღერალმა საკუთარი ფეისბუქ გვერდი აღადგინა და განმარტება ფეისბუქ სტატუსით გააკეთა.

„2 თვე არ მქონდა ფეისბუქი იმიტომ, რომ მსგავსი შემოტევებისგან დავიღალე! ეს, რომ ჩემი ნათქვამი არ არის უნდა გადაამოწმოთ და ჩემი სახელით, რომ ყველა მოხალისეა დარეგისტირებული და რასაც უნდა იმას პოსტავს ესეც უნდა გესმოდეთ! Backround შენი ფეიჯის გაპიარებისთვის მსგავს არასწორ ინფორმაციებს არ უნდა დებდე რადგან ამისთვის, რომ გიჩივლო აუცილებლად მოგიგებ“ - ნათქვამია ნინი ბადურაშვილის ნამდვილი ფეისბუქ გვერზე გამოქვეყნებულ სტატუსში.

Droni.ge დაინტერესდა რა ზომების მიღებას აპირებს ნინი მისი სახელით მოლაპარაკე უცნობი ადამიანის მიმართ, რის გამოც ბადურაშვილთან სატელეფონო კომენტარი ჩავწერეთ.

„მივწერე ამ ადამიანს და ბოდიში მომიხადა, მითხრა, რომ ჩემი ფანია და ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რაღაც კანონი უნდა მიიღოს სახელმწიფომ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

მე ახლა ამ ადამიანს ვერ ვუჩივლებ, რადგან ბავშვია და მეცოდება. თანაც როგორ გინდა 2500 ნინი ბადურაშვილია ფეისბუქზე და ნამდვილად ვერ დავუვლი ყველას. ვთვლი, რომ კანონშია რიმე პუნქტი შესატანი, რომელიც დაგვიცავს და ჩვენი სახელით სხვები ვერ ილაპარაკებენ.

მე არასოდეს არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს და ძალიან გამაღიზიანა ამ ფაქტმა. ასევე გამაღიზიანებელია სააგენტოების ქცევა, რატომ აქვეყნებენ ინფორმაციას გადაუმოწმებლად.“ - განაცხადა ნინიმ droni.ge-სთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100