სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღარიბი წყვილები უფრო ბედნიერები არიან ქორწინებაში

ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ღარიბი ან ნაკლებად შეძლებული წყვილები, რომელთა წლიური შემოსავალი საერთო ჯამში 60 ათასი დოლარზე ნაკლებია, უფრო ბედნიერად ცხოვრობენ ერთად, ვიდრე შეძლებულები. მათი თქმით, ასეთი ადამიანები უფრო მეტად ზრუნავენ ერთმანეთზე, ერთად მართავენ ოჯახის ბიუჯეტს, აქვთ პრობლემებთან გამკლავების საერთო გეგმები, რაც მათ სულიერად აახლოვებს ერთმანეთს.

ეს დასკვნა იმ 3500 წყვილზე დაყრდნობით გაკეთდა, რომლებიც გამოკითხვაში იღებდნენ მონაწილეობას. ეს რა თქმა უნდა, ამერიკაში, თუმცა საქარველოში სიტუაცია განსხვავებულია. აქ ფინანსური სიდუხჭირე უამრავი წყვილის დაშორების მიზეზი ყოფილა. მეუღლეები ოჯახებს ტოვებენ და საზღვარგარეთ სამუშაოს საძებნელად, რაც წყვილთა ურთიერთობაში ხარვეზების წარმომქმნელია. აქ დარჩენის შემთხვევაში კი უმრავლესობა ვეღარ ახერხებს პრობლემებთან გამკლავებას და მეუღლეებს შორის დაძაბულობა და კამათი მატულობს, რაც ასევე ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება ხშირ შემთხვევაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100