სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეა თუთბერიძე: „რამდენიმე დღეში იგეგმება ინსცენირებული თავდასხმა ბატონ ივანიშვილზე“

თეა თუთბერიძემ ფეისბუქზე სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო გეგმის შესახებ. - რამდენიმე დღეში იგეგმება ინსცენირებული თავდასხმა ბატონ ივანიშვილზე და შემდეგ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავება თითქოს მათ შეუკვეთეს ბატონ, ივანიშვილზე თავდასხმა-ლიკვიდაცია.

მთავარ დამკვეთად უნდა დასახელდეს დათა ახალაია (თემურ ზარანდიას სტატუსიდან) მეგობრებო ვფიქრობ ამაზე ხმაური წინასწარ უნდა ატყდეს, სიმართლეც რომ არ იყოს მაინც."

სკანდალური სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ droni.ge თეა თუთბერიძეს დაუკავშირდა.

თეა თუთბერიძე: ეს ინფორმაცია ჟურნალისტ ელისო კეთილაძისგან შევიტყვე. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი გადამიმოწმებია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ასეთი რამ იგეგმებოდეს, იმ ფონზე როდესაც საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან თუნდაც ახალაიებთან დაკავშირებით, რადგან არანაირი მტკიცებულება გარდა მოწმეების ჩვენებაბისა, მათ არ გააჩნიათ. ახალაიების საქმეში არ არის არანაირი დასაბუთება ან მტკიცებულებითი დოკუმენტი. შესაბამისად მათ სჭირდებათ რაღაც რაც გაამყარებს, მათი აზრით ამ ადამიანების წინააღმდეგ დევნას.

მე ეს სტატუსი იმიტომ გამოვაქვეყნე, რომ მოხდეს ამ გეგმის პრევენცია. თუ კი ესეთი რამ რეალურად არის დაგეგმილი, ამ გეგმის წინასწარ გახმაურება მის ჩაშლას გამოიწვევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100