სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღის „ფეისბუქ-ფრაზა“ ნატოს გენმდივნის ოფიციალურ გვერდზე: „მაგას ჩვენ მიშა ხომ არ ვგონივართ...“

ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ კრიტიკულ შენიშვნას პოლიტიკური ოპონენტების დაკავების შესახებ, ახალი ხელისუფლების მხარდამჭერების ისტერიული პოსტები და კომენტარები მოჰყვა „ფეისბუქზე“ ნატოს გენმდივნის ოფიციალურ გვერდზე. პათოსი ცნობილი, აპრობირებული და, შესაბამისად, არახალია:

სად იყო ნატო მაშინ, როცა ბიჭებს ქუჩაში ხოცავდნენ? ვინ ეკითხება რასმუსენას? ეს ნატოს მხრიდან საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევაა...

უამრავ მარგალიტს შორის ამ გვერდზე თვალისმომჭრელი სიკაშკაშით მაინც ერთი, ქართულ ენაზე დაწერილი კომენტარი გამოირჩევა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"Tamuna Tabukashvili კეთილი ინებოს,დაიჯინოს თარჯიმანი ან გუგლში თვითონ შეაგდოს და გადათარგმნოს! ჩვენ მაგას მიშა ხომ არ ვგონივართ,ყველას რომ თავის ენაზე ეტლიკინება?"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100