სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკომენტაროდ: მთვრალი რუსი ექსკავატორისტი გაჩერებულ მანქანებს ციცხვით დაერია (ვიდეო)

მთვრალი რუსი ექსკავატორისტი რუსეთის ქალაქ ბარნაულში, 3 სექტემბერს ლინჩის წესით გასამართლებას შემთხვევით გადაურჩა მას შემდეგ, რაც პარკინგზე მდგარ ავტომანქანებს ექსკავატორის ციცხვით დაერია და მიანგრ-მოანგრია.

როგორც ჩანს, მთვრალი ცდილობდა საკმაოდ ფართო გასასვლელში მანქანებს შორის გატეულიყო, მაგრამ რეალობის არასწორად აღქმამ ხელი შეუშალა. ექსკავატორისტი მძღოლების რისხვას ვერ გადაურჩა: მათ დამრღვევი ერთობლივად ცემეს, თუმცა, ექსკავატორისტი ლინჩის წესით გასამართლებას გადარჩა, რადგან შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ მთვრალმა მძღოლმა, საერთო ჯამში, 6 ავტომანქანა დააზიანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100