სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რეკორდი“ და ბიძინა (ვიდეო)

„ფეისბუქზე ყოველწუთს იზრდება ინტერნეტში გავრცელებული ვიდეორგოლის პოპულარობა, რომელსაც „ბიძინას რეკორდი“ ჰქვია. ის „თავისუფლების მოედნიდან“ ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის დამონტაჟებული ვარიანტია და ცნობილი ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „რეკორდის“ მოტივებზეა გადამონტაჟებული.

როგორც ჩანს, ქართველი მილიარდერის გაგულისებულმა სახემ და მუშტის ქნევამ ინტერნეტის მომხმარებლებს მასობრივად გაახსენა „რეკორდი“. ამის შესახებ „დრონი.ჯი“ ივანიშვილის ვიდეომიმართვის გავრცელებიდან სულ ცოტა ხანშივე წერდა.

დამონტაჟებული კლიპი ისეა აგებული, რომ ივანიშვილის მუშტის ქნევას ჯოტია ცაავა გინებად აღიქვამს და „მისი მისამართით“ ქვას ისვრის, რასაც სოფლის მცხოვრებლები აპლოდისმენტებით ხვდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100