ოთხი შვილის დედა: თუ მკერდის ოპერაციას სასწრაფოდ არ გავიკეთებ, სიკვდილი მელის

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ოთხი შვილის დედის, შორენა წიკლაურის წერილი, რომელიც სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაზიარებადი პოსტი. ოთხი შვილის დედა, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, ცდილობს სოციალურ ქსელში დამეგობრებული ადამიანების მეშვეობით მოიძიოს დაახლოებით 2.000 ლარი, რომელიც ოპერაციისთვისაა საჭირო.

შორენა წიკლაური თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მისი ოთხი შვილიდან ორი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. მის პოსტს სოციალურ ქსელში სწორედ მათი ფოტო ახლავს თან. „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ შორენა წიკლაურის მიერ გავრცელებულ პოსტს:

„დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ჩემი უბედურების ამბავი. არ ვჩივივარ საკუთარ თავს. არც სიკვდილის მეშინია, ისე ვარ გადაღლილი. ყველაზე ძალიან მაშინებს ჩემი ორი ტყუპი გოგონას უპატრონოდ დარჩენა. დიდი ხანია დასმული მაქვს მკერდის კიბოს დიაგნოზი და ასევე თიაქარის მწვავე ფორმა. ხანდახან ისე ვიბერები, მგონია, გავსკდები.

სიკვდილი მარტო იმიტომ არ მინდა, რომ ვიცი, ჩემს შვილებს ბავშვთა სახლში ჩააბარებენ. ვერ ვიკეთებ ოპერაციებს უსახსრობის გამო. აღარ ვიცი ვის მივწერო. გადარიცხვას არავინ გვიკეთებს. ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ და აქ შევევედრები ჩვენს მეგობრებს და თანამემამულეებს, დახმარების ხელი გამომიწოდონ.

ნუ გაწირავთ ჩემს შვილებს უპატრონო ბავშვთა სახლისთვის. თიაქარის ოპერაცია 750 ლარი მითხრეს, ხოლო მკერდის ოპერაცია 1500 ლარი. საკუთარი სახლიც არ მაქვს, რომ გავყიდო. ამხელა ფულზე მარტო ოცნება შემიძლია. მაპატიეთ თუ გაწუხებთ. თუ ამ მკერდის ოპერაციას სასწრაფოდ არ გავიკეთებ, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერია.

მუხლებზე დაჩოქილი გევედრებით, 4 შვილის დედა. აქედან ორი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული...“

როგორც „დრონი.ჯი“-მ შეიტყო, შორენა წიკლაურის სახელზე „პროკრედიტბანკში“ გახსნილია მიმდინარე ანგარიში, სადაც მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა. გადარიცხვა შესაძლებელია როგორც ეროვნულ, ასევე ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში:

პროკრედიტბანკი,

GE97PC0393600400001245 GEL

შორენა წიკლაური (SHORENA CIKLAURI)

შორენა წიკლაურის გვერდი "ფეისბუქზე"

კომენტარი