სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული გამარჯვების ყიჟინა და მისი ქართულ-რუსული ექო ინტერნეტში (ვიდეო)

რუსეთში რაგბი სპორტის ისეთი სახეობა არ არის, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ საქართველო-რუსეთის მატჩმა მაინც დიდი ინტერესი გამოიწვია რუსულ მედიასა და ინტერნეტსივრცეში.

„ქართველმა რაგბისტებმა რუსები გაანადგურეს“; „ქართველებმა ეს ისევ გააკეთეს“; „რუსებმა ქართველები ვერ შეაჩერეს“, - ამ სტატიების მხოლოდ სათაურთა ჩამოთვლაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ - ისინი ობიექტურადაა დაწერილი, რადგან დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ალბათ, ძნელი იქნებოდა იმის არაღიარება, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

„პირველი ლელო საქართველოს ნაკრებიდან მამუკა გორგოძემ დადო, რომელიც საქართველოში ყველაზე ცნობილი რაგბისტია“, - წერს „გაზეტა.რუ“,- „ევროპაში მას „გორგოძილას“ უწოდებენ და, არცთუ უსაფუძვლოდ. იმისთვის, რომ ამ რაგბისტის ძლევამოსილება წარმოვიდგინოთ, საკმარისია გავიხსენოთ ესპანეთთან შეხვედრის ეპიზოდი, როცა გორგოძემ მოწინააღმდეგეს ბურთი მაისურთან ერთად აახია“.

აბა, აქ რა მოსატანია, მაგრამ ცოტა გავერთოთ და აღვნიშნოთ, რომ ქართველი რაგბისტების მონაცემებით არამხოლოდ რუსული პრესა, რუსი ქალებიც აღფრთოვანებულები დარჩენილან, თუკი მივიჩნევთ, რომ ამა თუ იმ პორტალზე ქალების სახელებით დარეგისტრირებული მომხმარებლები ნამდვილად ქალები არიან. ეს კომენტარები „ფეისბუქის“ ქართველმა მომხმარებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს და კარგადაც იხალისეს. თარგმანში რომ ორიგინალის „ხიბლი“ არ დაიკარგოს, მათ რუსულ ენაზე შემოგთავაზებთ:

Марина Меньшенина (Москва) 17.03.2012 16:27
Я только грузинам буду давать

Яна Белова (Ханты-Мансийский АО - Югр) 17.03.2012 16:53
Я люблю грузина

Ирина Левина (Россия, Санкт-Петербург ) 17.03.2012 18:28
Горгодзе, ммммммммммммммммммммммммммммммммммммммммммм

Наталья Шарунова (Воронежская обл., Павловс) 17.03.2012 18:58
Чхаидзе супер мужчина, мммммммммммммммммммммммммм Хочу с ним

Марина Казанцева 17.03.2012 19:13
Мачханели и Горгодзе, хочу вас мужики
ИРИНА ГРИГОРЬЕВА (Удмуртия, Ижевск ) 17.03.2012 19:36
Грузины секси мужики, ммммммммммм

თავდაპირველად, როცა რამდენიმე რუსულ პორტალზე საქართველო-რუსეთის მატჩის პირველი ტაიმის ანგარიშის შესახებ (17:0) ცნობა გამოქვეყნდა, პორტალის კომენტატორები წუხდნენ:

"Неужто всухую поимеют? Нужен хотя бы гол престижа."

ეს კომენტატორი მოგვიანებით ქართველმა მომხმარებელმა „დაამშვიდა“:

"Уже поимели 46-о .В матче Кубка европейских наций ! Будем и дальше стараться во всем нашему всеобщему врагу! საქართველოს გაუმარჯოს!!!!!!!!!!!"

რა თქმა უნდა, რუს კომენტატორებში მატჩის შედეგითა და საქართველოს ნაკრების წარმატებით დაბოღმილებიც უნდა გამორეულიყვნენ (სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა) და გამოერივნენ კიდეც. თამაშსა და 2008 წლის ომს შორის პარალელის გავლება სწორედ რუსმა კომენტატორებმა დაიწყეს, ორი რუსი მომხმარებლის კომენტარი კი განსაკუთრებული ცინიზმითა და სიძულვილით გამოირჩეოდა:

„вы только в регби то и сильно, а нет, еще поете хорошо!
а так трусливые шавки!
даже с новой техникой не смогли Абхазию покорить!“

„Регби, чисто грузинская игра. Схватить, словчить, увернуться, быстро убежать и положить в нужное место. Здесь у РФ нет шансов. В августе 2008 года, грузины сыграли так же, но победу в этой игре одержали игроки РФ. Да еще пообещали проверить подготовку грузинских спортсменов, в следующем периоде.“

რა თქმა უნდა, ქართველმა მომხმარებლებმა მას პასუხი გასცეს, თუმცა გაგრძელებული პოლიტიკური ბატალიების ციტატებით არ გადაგღლით. რუსებსა და ქართველებს შორის ინტერნეტსივრცეში უფრო მოკლე, გონებამახვილი „სპარინგიც“ შეგხვდებოდათ, მაგალითად, ასეთი:
"Александр (Таганрог) 17.03.2012 16:54
ПО СЛУЧАЮ КРУПНОЙ ПОБЕДЫ СБОРНОЙ ГРУЗИИ НАД СБОРНОЙ РОССИИ ПО РЕГБИ, ПРЕЗИДЕНТ ГРУЗИИ ОБЪЯВИЛ ВОСКРЕСЕНЬЕ НЕРАБОЧИМ ДНЕМ!!! :)"

"melor (Tbilisi) 17.03.2012 17:23
ПО СЛУЧАЮ КРУПНОЙ ПОБЕДЫ СБОРНОЙ ГРУЗИИ НАД СБОРНОЙ РОССИИ ПО РЕГБИ, ПРЕЗИДЕНТ РОССИИ (какой не знаю) ОБЪЯВИЛ ВОСКРЕСЕНЬЕ ТРАУРНЫМ ДНЕМ!!!:)"

თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუსულ მედიასივრცეში გამოხმაურება საკმაოდ ობიექტური იყო. აი, კიდევ ციტატა ერთ-ერთი, ამ თემაზე დაწერილი სტატიიდან პორტალ „გაზეტა.რუ“-ზე:

„მანქანებიდან, რომლებიც სტადიონისკენ მიემართებოდნენ, ეროვნული დროშები იყო გადმოფენილი. ასეთი რამის წარმოდგენა რუსეთში ჯერ წარმოუდგენელია. შესასვლელში დიდი რაოდენობით იყიდებოდა სარაგბო ატრიბუტიკა და ყოველ მსურველს შეეძლო პატრიოტული „აღჭურვილობის“ შეძენა.“

ბოლოს კი, გვერდს ავუვლით რა „ფეისბუქის“ ქართველ მომხმარებელთა ორაზროვან და ღვარძლიან (რატომღაც და სამწუხაროდ, ასეთებიც იყო) კომენტარებს, ორ ციტატას მოვიყვან, რომელთაგან ერთი ერთ-ერთმა მომხმარებელმა სტატუსად დაწერა, მეორემ კი ამ სტატუსის კომენტარად:

„სტადიონზე ჩემს წინ საშუალო ასაკის კაცი იჯდა, ასე 45-50 წლის. ხელში დიდი დროშა ეჭირა და რამდენი ჩვენები ლელოს დადებდნენ, იმდენი იმ დროშას კოცნიდა. ეტყობოდა, რომ მდიდარი არ იყო. ღარიბიც კი ეთქმოდა, ჩაცმა-დახურვის მიხედვით. გამაცვიფრა იმ კაცის მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა. კინაღამ ვაკოცე :-) რა, ის კაცი, დალხენილი ცხოვრობს? არ უჭირს? მაგრამ ზნეობრივად მაღლა დგას. იმ სიმაღლეს ძნელად შეწვდება ვინმე. ყველას არ არგუნა ეს ნიჭი ღმერთმა.“

„საოცარ დამთხვევაზე გეტყვი. ჩემს წინ დაახლოებით 8-9 წლის ბიჭუნა იჯდა, ლოყაზე ერთ მხარეს GEO ეწერა წითლად, მეორე მხარეს, დროშა ეხატა. შავი ქუდი ეხურა და ყელამდე აწეული ჰქონდა კურტაკი. ხელში პატარა, ნაჭრის დროშა ეჭირა. ეტყობოდა, რომ თამაშის წესების აზრზე არ იყო, მაგრამ მოედნისთვის არ მოუცილებია თვალი, უკან მხოლოდ იმისთვის იყურებოდა, რომ ზედა ტრიბუნებზე ახტუნავებულებისთვის შეევლო თვალი. მაყურებლის რეაქციის მიხედვით ხვდებოდა, როდის უნდა გახარებოდა, ყიჟინაზე დროშას შლიდა და თავს ზემოთ იჭერდა, მერე უკან მოიხედავდა, ჩვენ, ხელებშემართულებს და აყვირებულებს გვათვალიერებდა და თვალები საოცრად უბრწყინავდა. პირველ მოხედვაზევე ჩავუკარი თვალი და მერე სულ მე მიყურებდა. შენგან განსხვავებით, მე, რა თქმა უნდა, ვაკოცე კიდეც ბოლოს:))) ესეც - ძველი და ახალი თაობა ორ სტატუსში.:)“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100