სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალაიზიაში ჩამოხრჩობას დარეჯან კოხტაშვილთან ერთად, ბაბუცა გორდაძეც გადაურჩა

მალაიზიაში რამდენიმე საათის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი და ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მალაიზიურმა სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიზიარა: ამჯერად დარეჯან კოხტაშვილის შემდეგ სასიკვდილო განაჩენი ბაბუცა გორდაძესაც შეეცვალა: მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, რომ მალაიზიელმა სამართალდამცავებმა დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე 2011 წლის 25 ოქტომბერს მალაიზიაში დააკავეს. მათ ბარგში 10 კგ ნარკოტიკული საშუალება "ამფიტამინი" აღმოჩნდა.

ამასთან, ქართველ სამართალდამცავებს ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი ჩაბარდა, რომელმაც ნარკოტრეფიკზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. სასამართლომ მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100