სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალაიზიაში დაკავებულ ერთ-ერთ ქართველ ქალს ჩამოხრჩობა პატიმრობით შეუცვალეს

მალაიზიაში დაკავებული ორი ქართველი ქალიდან ერთ-ერთს, დარეჯან კოხტაშვილს სიკვდილით აღარ დასჯიან - იმის მიუხედავად, რომ მალაიზიის სასამართლომ ნარკოტრეფინგის ბრალდებით მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა, გადაწყვეტილება შეიცვალა.

ეს ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შემდეგ გახდა შესაძლებელი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მალაიზიის მაგალითზე ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა: დარეჯან კოხტაშვილს ჩამოხრჩობა 6 წლიანი პატიმრობით შეეცვალა, აქედან 2 წელი კი მას უკვე მოხდილი აქვს.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ბაბუცა გორდაძეს, მისი საკითხი ჯერაც განხილვის სტადიაშია.

შეგახსენებთ, რომ მალაიზიელმა სამართალდამცავებმა დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე 2011 წლის 25 ოქტომბერს მალაიზიაში დააკავეს. მათ ბარგში 10 კგ ნარკოტიკული საშუალება "ამფიტამინი" აღმოჩნდა.

ამასთან, ქართველ სამართალდამცავებს ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი ჩაბარდა, რომელმაც ნარკოტრეფიკზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. სასამართლომ მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100