სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფიქრია ჩიხრაძე: ივანიშვილს აქვს განცდა, რომ ფულით იშოვის ძალაუფლებას

ივანიშვილს აქვს განცდა, რომ ფულით უნდა იშოვოს ძალაუფლება. ასეთი შეფასებება გააკეთა, "ახლების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ, დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, ეს მოვლენები საკმაოდ დამაფიქრებელია.

"ძალიან ბუნდოვანია ივანიშვილის წარმოდგენები პოლიტიკური ღირებულებებისა თუ ორიენტაციის ნაწილში, რაც ხშირად იცვლება. მისი განცხადებები, რომ ის დემოკრატიის დამყარებას ორი ან სამი მინისტრის დაჭერით აპირებს, კრიტიკას ვერ უძლებს. ივანიშვილს აქვს წარმოდგენა, რომ ის ფულით ყველაფრის ყიდვას შეძლებს". - ამბობს ჩიხრაძე.

მისივე შეფასებით, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ქართველმა ხალხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100