სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპაში გატანამდე iPhone+ საქართველოში ახალ IPad-ს გაყიდის

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ Apple_ს პროდუქცია მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია და ეს ტენდენცია არსებობს საქართველოშიც.

7 მარტს iPad_ის ახალი მოდელი დაანონსდა, რომელიც ეკრანის მაღალი გაფართოებით, ახალი 5 მეგაპიქსელიანი კამერითა და უსწრაფესი ინტერნეტის მხარდაჭერით გამოირჩევა. მაგრამ მთავარი არ არის მხოლოდ ტექნიკური მონაცემები. მოწყობილობა გამოირჩევა საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფით. მაღაზია iPhone+ მომხმარებლებს სპეციალურ პროგრამულ პაკეტს სთავაზობს. პაკეტი საგანგებოდ ახალი iPad_ისთვის განახლდა, რაც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს იძლევა. გარდა ამისა, უკვე ოფიციალურად შეგიძლიათ ისარგებლოთ ქართული კლავიატურით - დაბეჭდოთ და გააგზავნოთ შეტყობინებები მშობლიურ ენაზე.

ახალი iPad_ის გაყიდვები ევროპაში 26 მარტიდან დაიწყება, ანუ მას შემდეგ რაც მაღაზია iPhone+ ჩვენს ქვეყანაში ფურორს მოხადენს. გაყიდვები დაიწყება ექვსი დღით ადრე ვიდრე ევროპაში და რაც მთავარია ღირებულებაც სენსაციური იქნება - 1333 ლარიდან.

iPhone+ ის ასეთი პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უცხოელებსაც. რამოდენიმე უცხოელი უკვე ჩაწერილია რიგში და სანამ ახალი iPad ევროპის დახლებზე გამოჩნდება, ისინი საქართველოდან ჩაიტანენ წამყვან ქვეყნებში.

ახლა, როდესაც ეკრანი ასეთი კარგია, როცა კამერა საუკეთესოა, ინტერნეტი სინათლის სიჩქარით მუშაობს, 2012 წელს თამამად შეგვიძლია ახალი iPad_ის წელი ვუწოდოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100