სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

ე.წ. აფხაზურმა მილიციამ გალში ქართველების მასობრივი დაკავება დაიწყო

აფხაზურმა მილიციამ გალის რაიონში სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილთა მასობრივი დაკავება დაიწყო. როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, დაკავებულია გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრი ფრიდონ (ფიტია) ოყუჯავა, რომელიც აფხაზურმა მილიციამ საკუთარ სახლში აიყვანა.

გარდა ამისა, მილიციამ დასაკავებლად ამავე სოფლის მკვიდრი ანჯაფარიძეების ოჯახს მიაკითხა, თუმცა ეჭვმიტანილები სახლში არ დახვდნენ.

წყაროს თქმით, უახლოეს დღეებში მილიცია კიდევ რამდენიმე პირის აყვანას გეგმავს, დაკავების მიზეზი კი სხვადასხვა დროს ჩადენილი დანაშაულებია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გალის რაიონის სოფელ სიდას მკვიდრი ჯაყო შარია დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების ნაწილი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე 22 თებერვალს განხორციელებულ თავდასხმას მის მიერ კრიმინალთან დაწყებულ ბრძოლას უკავშირებს.

წყარო

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100