სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ცნობილი საშაურმის პროდუქტმა უკვე 11 ადამიანი მოწამლა

24 თებერვალს, გამთენიისას, ღუდუშაურის კლინიკაში საკვების ინტოქსიკაციით 7 ახალგაზრდა მიიყვანეს. როგორც პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ მათ განაცხადეს, საღამოს საათებში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში შეძენილი შაურმა მიირთვეს. ექიმების განცხადებით, ამჟამად პაციენტთა მდგომარეობა სტაბილურია, რამდენიმე უკვე სახლშიც გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გუშინ საკვების ინტოქსიკაციით ღუდუშაურის კლინიკაში ოთხი ადამიანი მიიყვანეს, რომელთა განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუურესდათ, რაც ლესელიძის ქუჩაზე შეძენილი შაურმა მიირთვეს. გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ისინი სახლში გაწერეს.

24 თებერვალს ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, - ამ ფაქტს საშაურმის მზარეული ქალი ადასტურებს. მისი თქმით, ლაბორატორიული შემოწმებისთვის წაიღეს სინჯები, მათ შორის იმ ხორციდანაც, რითაც ამ დაწესებულებაში შაურმა მზადდება:

"„არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება, ის ხორცი, რითაც შაურმას ვამზადებთ, მთელ ქალაქში იყიდება. ყველა წესების დაცვით ხდება საკვების დამზადება. პირადად ჩემი შვილები მოდიან და ჭამენ. გაირკვევა ყველაფერი და მიიღებთ პასუხს“, - აცხადებს საშაურმის მზარეული ქალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100