სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

რუსმა მეცნიერებმა 30 ათასი წლის წინანდელი მცენარე „აღადგინეს“

30 ათას წელზე მეტი ხნის წინ მღრღნელებმა მიწაში ჩაფლეს ნაჱოფი, რომელსაც თესლის შემადგე ჰქონდა. რუსმა მეცნიერებმა მიაგნეს ძველი მღრღნელების „განძს“ და მისგან უძველესი ყვავილი გამოიყვანეს.

უფრო ადრე მსგავსი რამ ებრაელმა მეცნიერებმა მოახერხეს - მათ უძველესი ფინიკის პალმის რტო აღადგინეს, რომელიც 2 ათასზე მეტი წლისა იყო. მაგრამ ბიოლოგთაგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე შესაძლებელი გახდებოდა გამოეყვანათ მცენარე, რომელიც დედამიწაზე 30 ათასი წლის წინ არსებობდა.

უნიკალური თესლი მდინარე კოლიმას ნაპირებზე იპოვეს, რომელიც მაგადანის ოლქში ჩამოედინება. აქ პალეონთოლოგები ძველი მამონტების ნაშთებს ეძებდნენ.

„ჩვენ ეს ნაყოფი 20-40 მეტრის სიღრმეში ვიპოვეთ. ამავე ფენებშია ნაპოვნი მამონტების, ბიზონების, ცხენებისა და ირმების ძვლებიც“, - ამბობენ მკვლევარები.

მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ ფენაში ათასწლეულების განმავლობაში ერთი და იგივე ტემპერატურა - ცელსიუსით -7 გრადუსი ნარჩუნდებოდა, ეს კი თესლისთვის „ბუნებრივი მაცივრის“ როლს ასრულებდა.

რუსმა მეცნიერებმა თესლი ლაბორატორიულ პირობებში შეისწავლეს, დაამუშავეს და საბოლოოდ ზრდის პროცესამდეც მიიყვანეს. ერთი წლის შემდეგ მეცნიერებს ხელთ ჰქონდათ არამარტო მცენარე, არამედ მისი ნაყოფიცა და თესლიც.

მეცნიერებმა მცენარე Silene stenophylla-ს სახეობას მიაკუთვნეს. ამ სახეობის მცენარე ახლაც იზრდება ციმბირის ტუნდრაში. მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ახლა გაზრდილი და უძველესი მცენარე ერთმანეთს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ 30 ათასწლიანი ევოლუციის განმავლობაში ფოთლების ფორმა თვისობრივად შეიცვალა.

წყარო

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100