რუსმა ოკუპანტებმა გალში ქართველი ბიჭუნა საქართველოს დროშის გამო სცემეს

გალის რაიონის სოფელ თაგილონში რუსმა ოკუპანტებმა მე-10 კლასის მოსწავლე სასტიკად სცემეს.

როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, მამუკა ფიფია, თაგილონის სკოლაში ახლახან გადმოვიდა და მას მოსწავლის ბილეთი ჯერ არა აქვს.

"პიპია დილით სკოლაში მოდიოდა, როდესაც გზაში რუსებმა გააჩერეს და მოსწავლის ბილეთი მოსთხოვეს, რომელიც მას ჯერ არა აქვს. რაკი შესახედავად ის უფრო დიდს ჰგავდა, რუსებმა, იმის დასადგენად, ნამდვილად იყო თუ არა ფიფია მოსწავლე, მას ჩანთის ამოლაგება მოსთხოვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც წიგნებზე ქართული დროშა დაინახეს, ბავშვს სასტიკად სცემეს. ფიფია სკოლაში მასწავლებელმა მიიყვანა. მოსწავლე ერთი საათის განმავლობაში ადგილიდან ვერ იძვროდა", - განუცხადა "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ.

წყარო

კომენტარი