სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქი: „ჩვენ წინაპრები გვჯობდნენ, თანამედროვე ადამიანს ცოდვაც კი ბუნებრივად მიაჩნია“

"მომავალი კვირა "უძღები შვილის" კვირაა" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპიკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტმა, უმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორმ დღეს, სამების საკთედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მისი თქმით, წმინდა ეკლესია მრევლს დიდი მარხვისთვის ამზადებს, რადგან უძღები შვილის კვირა იწყება.

"წმინდა ეკლესია გვამზადებს უკვე დიდი მხარხვისთვის. წასული კვირა იყო მეზვერესი და ფარისეველის. ეს კვირა არის უძღები შვილის. ადამიანი ურთულესი ქმნილება ღვთისა. ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა, მაგრამ ამავე დროს ის ეცემა. ეცემა და უფალი მიდის და აყენებს მას, რომ გააგრძელოს ეს ცხოვრების გზა. დავით წინასწარმეტყველი ამბობს - ყოველი კაცი ცრუ არს და არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. წმინდა სახარება და უფალი გვასწავლის როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ არ ჩავარდეს ცოდვაში", - აღნიშნა ილია მეორემ.

დღესვე პატრიარქმა ცოდვის მონანიებასა და სინანულის მნიშვნელობაზე იქადაგა.

"ცოდვა ადამი და ევადან არსებობდა. ადამიანი ვარდება ცოდვაში. ჩვენი წინაპრები ჩვენ გვჯობიან, რადგან ისინი ყოველთვის უფრო მეტად განიცდიდნენ ცოდვას, მას არასოდეს ურიგდებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ მის მოსანანიებლად. თანამედროვე ადამიანი კი სულ სხვაა, შეიცვალა და ცოდვაც ცოდვად კი არა ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. როცა ადამიანი დაბრუნდება უფალთან, უფალი ბრძანებს, რომ ზეციურმა ძალებმა მას შესამოსელი და დიდება მისცეს, ისევე, როგორც უძღებ შვილს საკუთარმა მამამ. უფალი გამოგვასწორებს, დაგვეხმარება, დაცემულს აღგვადგენს და აუცილებლად მივალთ ბოლომდე. ყოველი ჩვენგანი დგას კიბეზე, რომელიც ჯოჯოხეთიდან სასუფევლამდე ადის. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე უნდა ავიდეთ და მადლობა ვუთხრათ უფალს", - ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100