სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქველმოქმედო გალა-კონცერტი ონკოლოგიური დაავადების მქონე ოთხი ახალგაზრდის დასახმარებლად

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადეობა, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი, 5 თებერვალს საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა.

აქციის მიზანი ოთხი ონკოლოგიური დაავადების მქონე ახალგაზრდის, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვის დახარება იყო. კონცერტი ,ქართული ესტრადის მომღერლებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით , “თბილისი არტ-ჰოლში” (ცოტნე დადიანის # 26) ჩატარდა. მოგვიანებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია “ერთსულოვნება” კონცერტს ეთერში გადასცემს და ტელემარათონის მსვლელობისას თანხის გადარიცხვა სატელეფონო ზარების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. მარათონის ორგანიზატორი საქველმოქმედო ფონდი “ იმედის ხელი” იყო.

5 თებერვალს, კონცერტის მსვლელობისას, წითელი ჯვრის მოხალისეებმა შემოწირულობის ყუთებით თანხა დარბაზში შეაგროვეს; დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, წყალი “სამეფოს” შესახებ, საიდანაც, თითო ბოთლის გაყიდვისას, 2 თეთრი წითელი ჯვრის საქველმოქმედო ფონდში ირიცხება. დამსწრე საზოგადოებას სცენიდან წითელი ჯვრის თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნათია ლოლაძემაც მიმართა. მან მადლობა გადაუხადა მოხალისეებს აქციაში მონაწილეობისთვის; კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წითელი ჯვრის მუშაობისთვის მოხალისეობის პრინციპის მნიშვნელობას და საზოგადოებას მოუწოდა, წითელი ჯვრის მოხალისეობით, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში.

გარდა ამისა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, ახალგაზრდა პოეტს, თინათინ რეხვიაშვილს კრებულის გამოცემაში დაეხმაროს. თინათინმა კონცერტზე საკუთარი ლექსი წაიკითხა და საზოგადეობას აქციაში ჩართვისაკენ მოუწოდა.

შეგანხსენებთ, წითელი ჯვრის მოხალისეებმა, 21 იანვარს , ამავე მიზნით, ჰიპერმარკეტ “გუდვილის” ტერიტორიაზე აქცია “გახდი ქველმოქმედი” გამართეს. თანხას შემოწირულობის ყუთებით სამი საათის განმავლობაში აგროვებდნენ.

საქართველოს წითელი ჯვრის მიერ ორივე აქციის დროს შეგროვებული შემოწირულობა საქველმოქმედო ფონდ “იმედის ხელის” საბანკო ანგარიშზე უახლოეს დღეებში გადაირიცხება, ის კი, თავის მხრივ, თანხას ონკოლოგიური დაავადების მქონე ოთხ ახალგაზრდას გადაურიცხავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100