სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომეხმა წყვილმა მადლიერების ნიშნად ახალდაბადებულ ჩვილს სარკოზი დაარქვა

სომხეთში სარკოზი დაარქვეს ბავშვს, რომელიც დაიბადა ორ დღეში მას შემდეგ, რაც საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონი თურქეთში სომეხთა გენოციდის საკითხზე. ამ კანონით, დანაშაულად ცხადდება იმის უარყოფა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი მოხდა. სარკოზი ავეტისიანი 25 იანვარს დაიბადა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრში. 2001 წელს, როცა საფრანგეთმა გენოციდად აღიარა სომეხთა ხოცვა-ჟლეტა ოსმალეთის იმპერიაში, სომხეთში იყო ახალშობილი ტყუპებისათვის „ჟაკის“ და „შირაკის“ დარქმევის შემთხვევა, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკისადმი პატივისცემის ნიშნად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100