სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატოს გენერალური მდივანი: გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ძალაშია

ერთ-ერთ ლატვიურ გამოცემასთან Latvijas avize საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას იმედით უყურებს. „ნატო ისევ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას“, - თქვა რასმუსენმა.

ლატვიური გამოცემის ჟურნალისტი დაინტერესდა, აიძულებს თუ არა რუსეთის ქმედებები ნატოს, ნატოში საქართველოს გაწევრიანების ვადებზე დაფიქრდეს და ეს პროცესი დააჩქაროს, რაზეც ნატოს გენმდივანმა დიპლომატიური, მაგრამ მინიშნებებით სავსე პასუხი გასცა: მისი თქმით, ნატოში ახალი წევრის მიღების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერაა მისაღები და სხვა, ალიანსის არაწევრი ქვეყანა ამაში ვერ ჩაერევა.

ამავე დროს, რასმუსენმა ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ისევ ძალაშია.

„სახეზეა საქართველოს პროგრესი რეფორმების საკითხში, ამ ქვეყანას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის სამმშვიდობო ოპერაციაში, თუმცა, კიდევ არის შესასრულებელი სამუშაოები. მე იმედით ვუყურებ ამ პროცესს. ნატო ისევ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას“, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100