სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნების“ 76 თანამშრომელზე ხელფასის სახით ერთ თვეში გაცემული თანხა

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ფინანსური საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღწერილია, რა თანხას უხდის ივანიშვილი ხელფასის სახით „ქართული ოცნების“ თანამშრომლებს.

29 დეკემბერს ხელფასის სახით 10 – 10 ათასი ლარი აქვთ აღებული თედო ჯაფარიძეს, თინა ხიდაშელს. 9 ათასი ლარი გიორგი უძილაურს, 5 ათასი ლარი დავით ზურაბიშვილს. 3 ათასი ლარი ვლადიმერ სანიკიძეს, ზურაბ მარაქველიძეს, თამაზ ხუციშვილს; შალვა თადუმაძეს; 2 ათასი ლარი ალექსანდრე კურანოვს, გიორგი თინიკაშვილს; ლაშა შონიას; 1700 ლარი ნუგზარ ყიფიანს; 1500 ლარი ალექსანდრე ბედოშვილს; 1371 ლარი მამუკა არეშიძეს; 1290 ლარი დემურ გიორხელიძეს; 1206 ლარი სულიკო იოსებიძეს; 1200 ლარი დავით კვაჭანტირაძეს, მარიკა კარიაულს, ტარიელ ბარჯაძეს; 1000 ლარი ირაკლი კასრაძეს; 968 ლარი მაია მენაღარიშვილს; 900 ლარი სოფიო ჯაფარიძეს; 813 ლარი დავით კვაჭანტირაძეს, მარიკა კარიაულს; 581 ლარი ბესიკ კურტანიძეს და ა.შ.

ამასთან, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ეს თანხა მის ანგარიშზე წინმსწრებად გადმოირიცხა და წლის განმავლობაში გასაწევი მისი საქმიანობის ანაზღაურებაა, დავით ზურაბიშვილის თქმით კი, მან კონკრეტული პიარ-სტრატეგია შეიმუშავა, თანხა ამისთვის მიიღო და ამ მხრივ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

ანგარიშის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ სულ 76 შტატიანი თანამშრომელი ჰყავს.

"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100