სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ფეისბუქის" 45 ათასი მომხმარებლის გვერდზე შეტევა განხორციელდა

"ასოშიეითიდ პრეს"-ის ინფორმაციით, კომპიუტერული ვირუსის, Ramnit-ის საშუალებით, რომელიც ძირითადად, ბანკების ელექტრონული განყოფილებებიდან და კორპორატიული ქსელებიდან ინფორმაციის მოპარვისთვის გამოიყენება, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" 45 ათასი მომხმარებლის გვერდზე შეტევა განხორციელდა.

აღნიშნული ვირუსი, მას შემდეგ, რაც კონკრეტული მომხმარებლის გვერდს ტეხავს, მეგობრებს უგზავნის ბმულებს, რომელზე გადასვლის შემთხვევაში სხვა მომხმარებლის "ფეისბუქის" გვერდიც ვირუსდება და ელექტრონული ფოსტაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100