სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი წლის ღამეს პარიზში მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გაძარცვეს

ახალი წლის ღამეს, პარიზში მსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოს სასახლე გაძარცვეს. თუ რა ღირებულების ნივთები გაიტანეს მსახიობის სახლიდან, პოლიცია არ აკონკრეტებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება უკვე დაიწყო.

ახალი წლის ღამეს ქურდებმა გაძარცვეს ასევე, ბელმონდოს ყოფილი მეუღლის, ნატი ტრადიველის ბინაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიველი და ბელმონდო ოფიციალურად 2008 წელს დაშორდნენ, ნატი ტრადიველი დღემდე მსახიობის სასახლის ერთ-ერთ ფლიგელში ცხოვრობს.

იმყოფებოდნენ თუ არა ტრადიველი და ბერმონდო სახლში ძარცვისას, არ კონკრეტდება. წყვილი 2002 წელს დაქორწინდა, თუმცა მანამდე მათ ერთად 13 წელი გაატარეს და საერთო შვილი - სტელაც ჰყავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100