სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესპანელი არქიტექტორები: ზუგდიდი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი გახდება

„5 წელიწადში ზუგდიდი საპატიო ადგილს დაიკავებს ევროპის ულამაზესი ქალაქების გვერდით“–ეს სიტყვები ზუგდიდში ჩამოსულ ესპანელ არქიტექტორებს ეკუთვნით,რომლებიც განახლებულ ზუგდიდს ზუსტად 5 წელიწადში შექმნიან.

ფეშენებელური სტადიონი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, ფრანგული სტილის ბოტანიკური ბაღი და გასართობი ცენტრები.ეს არასრული ნუსხაა იმის,რაც სამეგრელოს შუაგულში უნდა გაკეთდეს.

„ზუგდიდი ლამაზი ქალაქია მაგრამ სულ რაღაც 5 წელიწადში უფრო ლამაზი და ტურისტული ზონა გახდება. ამას ხელს უწყობს ის,რომ თქვენი ქალაქი ისტორიულია და აქ შეიძლება ბევრი საინტერესო რამის ნახვა. მაგრამ გარწმუნებთ,რომ ამ ქალაქს უფრო მეტად საინტერესოს გავხდით“– აცხადებს ესპანელი დიზაინერი,რომელიც არქიტექტორთა ჯგუფს ზუგდიდში ჩამოჰყვა.

ქალაქის ახალი იერსახისთვის და ზუგდიდის ახალი იმიჯისთვის მუშაობა უკვე დაიწყო.

მალხაზ ბასილაია – „ნიუსლაინისსამეგრელოს კორესპონდენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100