სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა ნათელაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. როგორც მან გამგზავრებამდე აეროპორტში განაცხადა, შეხვედრები ექნება აშშ–ის პოლიტიკურ წრეებთან, ანალიტიკოსებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

"მე ამერიკელ მეგობრებთან საუბარი ერთადერთ პოსტულატზე მექნება. მოგვეცეს ქართველებს ჩვენი სურვილით ავირჩიოთ ხელისუფლება საქართველოდან და არა უცხოეთიდან და მერე ნახონ ამერიკელებმა, როგორი მეგობრობა და პარტნიორობა ვიცით ქართველებმა", – განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100