სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიღნაღში ღამით სახლი აფეთქდა და ქალი დაიღუპა

გვიან ღამით სიღნაღში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სახლში მომხდარი შემთხვევის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. დაგროვილი აირი მაშინ აფეთქდა, როცა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ოთახში შესვლისას შუქი აანთო. როგორც კი აფეთქებას ხანძარი მოჰყვა ოჯახის წევრებმა სახლიდან გასვლა მოასწრეს. მათ შორის იყო 70 წლის ქალბატონიც, რომელმაც სხვებთან ერთად გასვლა მოასწრო, მაგრამ ბოლო მომენტში სახლში შებრუნდა, ოჯახის წევრთა თქმით, პირადი ნივთების გამოსატანად. სამწუხაროდ, ხანძრის გაძლიერების გამო ქალმა ისევ ეზოში გამოსვლა ვეღარ მოახერხა და იგი დაიღუპა - ხანძრის ლოკალიზების შემდეგ მისი ცხედარი მეხანძრეებმა გამოიტანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100