სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში ტერმინი "ოკუპაცია" რუსეთთან მიმართებაში პირველად იხმარეს

"ტერმინი" ოკუპაცია, პირველად ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია ერთხმად მიიღეს.

რეზოლუციის ტექსტში წერია, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. კანონმდებლობით მიღებული რეზოლუციით, რუსეთს ოფიციალურად სთხოვენ, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას. რეზოლუცია რამდენიმე თავისგან შედგება.

საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე. შეფასებულია ქვეყანაში გატარებული რეფორმები. ევროპელი კანონმდებლები გამოდიან რეკომენდაციით, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება, რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100