სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სამართლიანი საქართველოს" განცხადება

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელი იოსებ ბიბილაშვილი გორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

გორის რაიონის სოფლების მოსახლეობა, ნაადრევ ზამთრის დადგომასთან ერთად, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, არ იციან გათბობის რა საშუალება გამოიყენონ. რამდენიმე სოფელში გაზიფიცირების პრობლემაა.

ხელისუფლებამ სოფელ ქვემო ხვითში გაზიფიცირება დაიწყო 2008 წელს, რომელიც შემდგომში იქნა შეწყვეტილი. გაზიფიცირების პრობლემიდან გამომდინარე, გასულ წელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სოფლის მოსახლეობას 8 კუბ.მ შეშას დაპირდა, თუმცა ეს დანაპირები არ შეასრულა და 8 კუბ.მ ნაცვლად 2 კუბ.მ გამოუყო. წელსაც თუ იგივე განმეორდა, მოსახლეობა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება და იძულებული გახდება გათბობისთვის საკუთარი ხეხილი გაჩეხოს.

მსგავსი პრობლემების წინაშე დგას სოფელი ფლავი, რომელიც მდებარეობს ოკუპირებული ზონის საზღვარზე. სოფლის მოსახლეობისთვის ტყეში შეშის გამოსატანად შესვლა, დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული, რომლის გარეშეც სოფელს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. სოფელი ფლავიც გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი.

იოსებ ბიბილაშვილის განცხადებით მსგავსი პრობლემაა სოფელ ახალდაბაშიც, სადაც შეყვანილია გაზგამტარი მილები, თუმცა ბინაში შეყვანა იმდენად დიდ ფინანსურ ხარჯებთნ არის დაკავშირებული, შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობისთვის ხელმიუწვდენელია.

იოსებ ბიბილაშვილი მიმართავს გორის რაიონის მუნიციპალიტეტს გაითვალისწინონ ამ სოფლის მოსახლეობის მდგომარეობა და შეასრულონ ის ვალდებულებები რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია ამ სოფლების მომართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100