სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი ზარი პატარა ანა გორგოძის გადასარჩენად

პატარა ანა გორგოძეს, ესაჭიროება უსწრაფესი გადაუდებელი ოპერაცია თურქეთში. როგორც მისი მშობლები ამბობენ და სამედიცინო ცნობები მოწმობს, მის ღვიძლს 5% ფუნქცია აქვს შერჩენილი, რის გამოც ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია. „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „70 000 დოლარია ამ ოპერაციისა და პატარას სიცოცხლის ფასი. ქართველებო, დავრეკოთ მაგთიდან და ჯეოსელიდან ნომერზე 200 231. სულ 116900 ზარია საჭირო. ნუთუ 3 მილიონიან ერში ვერ შევგროვდებით ის 116 900 ადამიანი, ვინც ერთი პატარა ქართველის გადასარჩენად უყოყმანოდ გავიღებთ 1 ლარს? რამდენჯერ და რამდენი ხნის გვისაუბრია მობილურით ფუჭად, უაზროდ და გასართობად, რამდენი ასეული ლარი დაგვიხარჯავს ამაში და ახლა შეგვიძლია, სულ რაღაც 1 ლარი დავხარჯოთ აზრიანად - პატარისათვის სიცოცხლისა და მომავლის, მშობლისთვის კი შვილის გადასარჩენად. გავაკეთოთ ეს უფლისთვის და ამ პატარისთვის. ის პატარა თქვენს იმედად არის, იმ 116900 ქართველის იმედად, რომელიც პატარა ქართველისთვის ყურადღებას არ დაიშურებს და მისი სიცოცხლისათვის მცირედს გაიღებს.“

რამდენიმე დღეა, ეს ინფორმაცია "ფეისბუქში", "სარეკლამო ქსელის" სახელით დარეგისტრირებულ გვერდზე ქვეყნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100