სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის’ ეხმაურება საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის’ ეხმაურება საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს რასმუსენის ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ირგვლივ ხელისუფლების მიერ გამოთქმულ კომენტარებს.

მოძრაობა კმაყოფილებას გამოთქვამს ნატოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო და მიესალმება ნატოს ქვეყნების პრინციპულ პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს. მოძრაობა თვლის, რომ საქართველოს ნატოში გაწვრიანების პროცესუალური საკითხების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდგომ, რაც რუსეთთან პირდაპირი დიალოგის არარსებობის შემთხვევაში დაუძლეველი პრობლემური თემაა, ამიტომ მოლოდინი იმის შესახებ, რომ 2012 წელს ნატოს ქვეყნების ჩიკაგოს სამიტზე საქართველო ”მაპს” მიიღებს არა რეალურია. ხელისუფლება ამ ვიზიტს და რასმუსენის განცხადებებს იყენებს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ცნობილია დასავლეთ ევროპის ქვეყნების, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე. ევრო კავშირი და ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს , რათა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებამდე უზრუნველყოს რეგიონალური სტაბილურობის სისტემის ჩამოყალიბებაში დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმების გაგრძელება და საზღვრების ლიბერალიზაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100