სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მომაკვდავი მუამორ კადაფი დანით გააუპატიურეს (ვიდეო)

რედაქციის გაფრთხილება: სტატიას თანდართული ვიდეო შეიცავს სისასტიკისა და სექსუალური ძალადობის ამსახველ კადრებს!

მედიაში ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფის ბოლო წუთების ამსახველი ახალი და სულ უფრო და უფრო შემზარავი მასალები ჩნდება. გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ლიბიის ლიდერი სიკვდილის წინ დამამცირებლად აწამეს, მეტიც, მასზე სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

გამოცემა "Global Post"-ი შემზარავ ვიდეოფირს აქვეყნებს, რომელზედაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ხორციელდება 69 წლის გასისხლიანებულ და მომაკვდავ პოლკოვნიკზე სექსუალური ძალადობა. კადრში გარკვევით ჩანს, რომ წვერიანი ლიბიელი, სავარაუდოდ, ამბოხებულთა რიგებიდან, მისკენ ზურგშექცევით მდგარ მუამარ კადაფის ჯოხის მსგავსი საგნით აუპატიურებს. გამოცემა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს დანა იყოს და იუწყება, რომ იმის მიხედვით, რაც ამ დროისათვის ცნობილია პოლკოვნიკის შემზარავი აღსასრულის შესახებ, ვერსია დანით გაუპატიურების შესაძლებლობის შესახებ არცთუ ისე არასარწმუნოდ გამოიყურება.

მეტიც, დამოუკიდებელი ექსპერტები და ბლოგერები, რომლებმაც ვიდეო გაშიფრეს, იტყობინებიან, რომ ვიდეოს გაშიფვრის შემდეგ დანით გაუპატიურების ფაქტი ეჭვს აღარ იწვევს. "გლობალ პოსტმა" ვიდეოსთან ერთად ფოტოებიც გამოაქვეყნა.

"ჯი-ეიჩ-ენის" მიხედვით.

რედაქციის გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს სისასტიკისა და სექსუალური ძალადობის ამსახველ კადრებს!

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100