სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყაზბეგში გადაუღებლად თოვს

შუადღის შემდეგ ყაზბეგსა და მის მიმდებარე სოფლებში გადაუღებლად თოვს. მოულოდნელმა თოვლმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა. მოსახლეობის ნაწილს მოსავალი ჯერ ისევ დასაბინავებელი აქვს.

„ზოგს კარტოფილი აქვს ამოსაღები, ზოგს თივა მოსატანი. ხილის მოკრეფაც ვერ მოვასწარით. ამაღამ, ალბათ, მოყინავს და ასაღები მოსავალი გაგვიფუჭდება“, – განუცხადა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ აჩხოტში მცხოვრებმა ნანა მარსაგიშვილმა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვიქტორ სუჯაშვილის თქმით, ყაზბეგს გაზიც და ელექტროენერგიაც შეუფერხებლად მიეწოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100