სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ენ-ტე-ვე"-ს სტუდიაში ისევ იჩხუბეს: ამჯერად ტრანსსექსუალიზმის გამო

ჯგუფ „ლენინგრადის“ ყოფილმა სოლისტმა სტას ბორეცკიმ მწარე ალიყური აჭამა შოუ „სახლი-2“-ის ყოფილ მონაწილეს, რუსტამ სოლნცევს. ყველაფერი ეს ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს“ სტუდიაში, გადაცემა „ვლაპარაკობთ და ვაჩვენებთ“ ჩაწერის დროს მოხდა, როცა სქესის შეცვლის საკითხის განხილვა მიმდინარეობდა.

სოლნცევმა ბორეცკის „კლოუნი“ და „ადამიანი-ნესვი“ უწოდა. ისინი დიდხანს ლანძღავდნენ ერთმანეთს და შანსონების შემსრულებელი სტუდიაში ბოლთის ცემით ისმენდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს ახალგაზრდა მომღერლისგან, მაგრამ „ადამიან-ნესვად“ მოხსენიების შემდეგ ვერ მოითმინა და რეალითი-შოუს ყოფილი მონაწილე გაასილაქა. სანამ ამას ჩაიდენდა, ბორეცკი ხმამაღლა აფრთხილებდა: „თუ ახლავე არ ჩაიგდებ ენას, პრობლემები შეგექმნება!“

ისინი გააშველეს და დააშოშმინეს, მაგრამ დაძაბულობა მაინც შენარჩუნდა. სოლნცევი სქესის შეცვლის მხარდამჭერი იყო და ამბობდა, რომ ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდა მამაკაცის ქალად და ქალის მამაკაცად გარდაქმნა, ბორეცკი კი იმ აზრს „აწვებოდა“, რომ „ნამდვილი კაცები ასე არ იქცევიან“.

ყოფილი სოლისტი აქტიურ ჟესტიკულაციას მიმართავდა და თავის აზრზე იდგა. მან ურთიერთობის გარკვევა მსახიობ ალექსანდრე პანინთანაც სცადა, მაგრამ მან მაშინვე განაცხადა, რომ „ჩხუბს არ აპირებს“. საბოლოოდ, მონაწილეებმა გადაწყვიტეს, ერთმანეთს კაცურად გადახვეოდნენ.

სტუდიაში ვნებები გადაცემის ჩაწერის ბოლომდე დუღდა, რადგან სქესის შეცვლის თემის განხილვამ დიდი ემოცია გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100