სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს მერაბ კოსტავას მკვლელობიდან 22 წელი გავიდა

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. იგი 22 წლის წინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატსტროფაში დაიღუპა.

ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა, ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ - ცნობილმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ.

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავამ - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ - სწავლა დაიწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც 1958 წელს დაამტავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის "ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია - დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის.

მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს მომხდარი ავტოკატასტროფის დროს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100