სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუდაუთის სამხედრო ბაზაზე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

გუდაუთის რუსეთის ფედერაციის ნომერ მეშვიდე სამხედრო ბაზაზე რუსი ჯარისკაცი დიმიტრი დრაბლინი გარდაიცვალა.

აფხაზური და რუსული წყაროების მიხედვით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ამავე სამხედრო ბაზაში ხუთი დღის წინ მოპმხდარი შიდა გარჩევები იყო. ნასვამმა რუსმა ჯარისკაცებმა ერთმანეთი დაჭრეს, რომლის დროსაც ყველაზე მძიმედ დრაბლინი დაშავდა.

სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობამ ჯარისკაცი საავადმყოფოში არ გადაიყვანა და მას მხოლოდ ამბულატორიულ დახმარებას ბაზაში მყოფი ექთნები და ექიმები უწევდნენ.

დიმიტრი დრაბლინი დილით ბაზაშივე გარდაიცვალა.

წყაროს ინფორმაციით საღამოს საათებში იგეგმება ცხედრის გადასვენება მაიკოპის სამხედრო ბაზაზე, სადაც ჭირისუფალია დაბარებული. როგორც წყარო აღნიშნავს ეს პირველი შემთხვევა არ არის ,როცა აფხაზეთის რუსულ სამხედრო ბაზებზე რუსი ჯარისკაცები უყურადღებობის გამო იღუპებიან.

მსგავსი შემთხვევებისა და ოკუპანტების ბაზებზე არსებული განუკითხაობის შესახებ "დრონი.ჯი" არაერთხელ წერდა. ბოლო სტატია ამ თემაზე შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100