სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს დედამიწა ექვსტონიანი სატელიტის დაცემის მოლოდინშია: ყველგან, ანტარქტიდის გარდა

NASA -ამ გამოაცხადა, რომ 23 სექტემბერს დედამიწას დაეცემა 6 ტონიანი სატელიტი, რომლის მიმართულებაც განუსაზღვრელია. სატელიტი შესაძლოა ნებისმიერ ადგილას ჩამოვარდეს ანტარქტიდის გარდა. მეცნიერების მტკიცებით, სატელიტი დედამიწაზე დაცემამდე 26 ნაწილად გაიყოფა(დაზუსტებით არც ეს იციან) და თითოეული ნაწილი დაახლოებით 159 კგ-ს შეადგენს. კითხვებზე მეცნიერები ზუსტ პასუხებს ვერ სცემენ. მათი თქმით შესაძლოა სატელიტი 23 სექტემბრამდეც ჩამოვარდეს, თუ მისი სიჩქარე მოიმატებს, ან-24 სექტემბერს(სიჩქარე თუ იკლებს). მეცნიერებს ზუსტი დაცემის ადგილი ჩამოვარდნამდე 2 საათით ადრე ეცოდინებათ, რაც ხალხის ევაკუაციისთვის საკმარისი დრო არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100