სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის ცენტრში აფეთქება მოხდა

თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქეს ოთხშაბათ დღისით მოსკოვის ცენტრში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, – იტყობინება ria.ru.

როგორც ცნობილი გახდა, მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა აკადემიკოს ტუპოლევის სანაპიროს №15 კორპუსში. ამ შენობაში ნაწილობრივ განთავსებულია საოფისე ფართები, – იტყობინება მეორე რუსული გამომცემლობა РИА Новости.

შს სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს პრეს–სამსახურის განცხადებით, საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა, ამ დროისათვის სპეციალისტები ადგენენ ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობას, ტარდება ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დადგენისა და დაკავებისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100