სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხინვალის რეჟიმმა სერბი ჟურნალისტი გაათავისუფლა

ცხინვალის რეჟიმმა დაკავებული სერბი ჟურნალისტი ვიქტორ ლაზიჩი გაათავისუფლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, ლაზიჩის გათავისუფლების თაობაზე ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა და სერბი ჟურნალისტი უკვე თავისუფალია.

ამასთან, უტიაშვილმა ვერ დააკონკრეტა, სად იმყოფება ამჟამად გაზეთ “პრესის” კორესპონდენტი და დატოვა თუ არა მან საქართველოს ტერიტორია.

შეგახსნებთ, რომ 16 სექტემბერს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის და მისი ევროპული ჯგუფის - ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ლაზიჩი 3 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ის იქ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.

ცხინვალის ხელისუფლებამ იეჭვა, რომ ჟურნალისტს სადაზვერვო მისია ჰქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100