სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბაქრაძე: რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ვეღარ გააგრძელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მოსკოვში გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები საქართველოსთვის გარანტიაა იმისა, რომ რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ვეღარ გააგრძელებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს.

ცნობისთვის, რუსეთში ვიზიტისას დევიდ კემერონმა რუსეთს ვალდებულებები შეახსენა.

მისი თქმით, საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და ნდობა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისთვის.

"საქართველოს საკითხი და ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა ეს ის საკითხებია, რომელზეც რუსეთსა და საფრანგეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ. საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოსკოვმა სრულად უნდა შეასრულოს," - განაცხადა კემერონმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100