სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველა ჟურნალისტი ითხოვდა ომში წასვლას. ბრონის ჩასაცმელი თითქმის არ გვქონდა და ამიტომ, რიგი დიდი იყო. შემდეგ, მეც წავედი" - ნანუკა ჟორჟოლიანი აგვისტოს ომს იხსენებს

ნანუკა ჟორჟოლიანი 8 აგვისტოს ომს იხსენებს:

10 წლის, ამ დღეს 2ში ვიყავი. ყოველ წუთს იცვლებოდა ყველაფერი. შენობაში სრული ქაოსი იყო. ყველა ჟურნალისტი ითხოვდა ომში წასვლას. ბრონის ჩასაცმელი თითქმის არ გვქონდა და ამიტომ, რიგი დიდი იყო. შემდეგ, მეც წავედი იქ, სადაც ყველა ჩემი კოლეგა გარბოდა და ყველამ ნახეთ ის, რაც მე და ლაშა მუმლაძემ ვნახეთ.

მაგრამ, ომის დამთავრების შემდგომი დღეები უფრო მძაფრად მახსოვს. როცა საუბრობდნენ, რომ ჩვენი შეიარაღებული ჯარები განადგურდა , თითქოს ბრძოლის ველიდან გაიქცნენ ჯარისკაცები, თითქოს ომი კვამლში გახვეული სოფლები დატოვეს. და როგორც წესი ამას ყვებოდნენ აქ, ამ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის მოაქალაქეები.

მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა ბრიგადაში მივსულიყავით და გვეჩვენებინა ხალხისთვის სხვა რეალობა. ,მოესმინათ ჯარისკაცების გმირობის ისტორიები, მაგრამ რუსული ჭორების მანქანის წინააღმდეგ დაპირისპირება ძალიან რთული აღმოჩნდა. სხვანაირად დღეს, ამ ქვეყანაში, ვერ გაბედავნენ იმაზე საუბარს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ.

იმედია, რომელიღაც აგვისტოს, დადგება დრო, როცა ამის მთქმელს საჯარო სივრცეში ყოფნის უფლებას არ მივცემთ.

დიდება გმირებს!
რუსეთი მტერია!

Lasha Mumladze ომის ამბებში შენ მთავარი ადგილი გიჭირავს. ამიტომაც ხარ ძალიან ძვირფასი ჩემთვის“- წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100