სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობს

ბიძინა ივანიშვილი ნარკოპოლიტიკაზე მიმდინარე შიდა დაპირისპირების მოსაგვარებლად მმართველ გუნდში მიმდინარე დისკუსიაში თავად ერთვება. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში უკვე ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ჰყავს როგორც მხარდამჭერი, ასევე მოწინააღმდეგე.

„დეკრიმინალიზაცია უნდა შეეხოს მარიხუანას. დანარჩენი სახის ნარკოტიკებზე მხარს ვუჭერ, პირველ მეორე შემთხვევაზე არ იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, იყოს სხვა კუთხით მუშაობა ამ კატეგორიის ადამიანებთან, თუკი მას საშველი არ დაადგება რა თქმა უნდა მაშინ გამოსასწორებელი სამუშაოები, ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ლეგალიზებას მაგაზე საუბარიც არ არის“ - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარე გიგა ბუკია კი აცხადებს, რომ კანონი მკაცრი უნდა იყოს ნარკორეალიზატორების მიმართ.

„ჩვენ დავუჭერთ მხარს ისეთ კანონს, რითაც შემცირდება ნარკოტიკების რაოდენობა და ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და ამავე დროს შემცირდება ნარკომომხმარებლებისრაოდენობა“-აცხადებს ბუკია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100