სასულიერო პირები "ქართული მარშის" აქციას შეუერთდნენ

თქვენ მარტო არ ხართ, სადაც ჩვენი შვილები არიან, ჩვენც მათ შორის ვართ - ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ანდრია ორმოცაძემ.

მისი განცხადებით, აქციას შემოუერთდებიან სასულიერო პირებიც და საჭიროა აქციამ მშვიდობიან ფორმებში ჩაიაროს. მამა ანდრია ორმოცაძემ მწუხარება გამოთქვა ასევე, რომ მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

„ჩვენი აქ მოსვლა არის მშვიდობიანი და ჩვენი აზრის დაფიქსირება გვსურს მშვიდობიან ფორმებში. ჩვენ არავის ვუვარდებით ოფისებში და ჩვენ გამოვდივართ საზოგადოების თავშეყრის ადგილას. სამწუხაროა, რომ მოხდა არაერთი ადამიანის დაკავება, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ წამოვეგოთ პროვოკაციას, არ დავივიწყოთ, რომ ქრისტიანობა სიყვარულია, მაგრამ ამ სიყვარულში არ მოიაზრება უსამართლობა. მინდა გითხრათ, რომ მშვიდობიან აქციას სასულიერო პირებიც შემოუერთდებიან. თქვენ მარტო არ ხართ, სადაც ჩვენი შვილები არიან, ჩვენც მათ შორის ვართ“ – განაცხადა მამა ანდრიამ.

კომენტარი